იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, პირველი და მეორე ინსტანციის მოსამართლეები ნოემბერში დანამატს მიიღებენ – თითქმის 700 000 ლარს. ამის შესახებ „საქართველოს სასამართლო გუშაგი“ იტყობინება.
ჯამში, მოსამართლეებმა უნდა მიიღონ ხელფასის 50% დანამატის სახით. მთლიანობაში ამაში ბიუჯეტიდან 685 750 ლარი უნდა დაიხარჯოს.
ამჟამად პირველი და მეორე ინსტანციების მოსამართლეების ხელფასები შემდეგია:
სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარისა – 5 800 ლარი;
სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილისა – 5 600 ლარი;
სააპელაციო სასამართლოს პალატის (კოლეგიის) თავმჯდომარისა – 5 300 ლარი;
სააპელაციო სასამართლოს მოსამართლისა – 5 000 ლარი;
რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარისა – 4 600 ლარი;
რაიონული (საქალაქო) სასამართლოს კოლეგიის თავმჯდომარისა – 4 300 ლარი;
რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლისა, მაგისტრატი მოსამართლისა – 4 000 ლარი.