ახალი ამბები

სააკაშვვილის დაუგეგმავი გამოსვლა ფრანკოფონიის სამიტზე

26 ოქტომბერი, 2010 •
სააკაშვვილის დაუგეგმავი გამოსვლა ფრანკოფონიის სამიტზე

ფრანკოპონიის სამინტზე, რომელიც შვეიცარიის ქალაქ მონტროში მიმდინარეობდა, საქართველოს დამკვირვებლის სტატუსი აქვს, რაც პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლას არ ითთვალისწინებდა.

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, სამიტის მონაწილეებმა მიხეილ სააკაშვილი ძალზედ მნიშვნელოვან სტუმრად მიიჩნიეს და, გამონაკლისის სახით, სიტყვით გამოსვლის საშუალება მისცეს.

სამიტის მონაწილე ქვეყანებმა მიიღეს რეზოლუცია, სადაც წერია, რომ ისინი მხარს უჭერენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, გაეროს რეზოლუციას დევნილების დაბრუნების შესახებ და შეხვედრების გაგრძელებას ჟენევის ფორმატში.

ფრანკოფონიის სამიტზე 70 ქვეყანა მონაწილეობს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი