ახალი ამბები

ნუცა წიქარიძის “მცხუნვარე მზე” კოტბუსის კინოფესტივალის გამარჯვებულია

10 ნოემბერი, 2024 •
ნუცა წიქარიძის “მცხუნვარე მზე” კოტბუსის კინოფესტივალის გამარჯვებულია

ქართველი კინორეჟისორის, ნუცა წიქარიძის “მცხუნვარე მზე” კოტბუსის კინოფესტივალის გამარჯებული გახდა. ფილმმა მთავარი პრიზი საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაში მიიღო.

“მცხუნვარე მზის” მთავარი პერსონაჟები ბავშვები არიან, რომლებიც არდადეგებზე სოფელში, წასულები მოულოდნელ თავგადასავლებში გაეხვევიან.

კოტბუსის კინოფესტივალი, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთი მთავარი საერთაშორისო ფესტივალია 5-10 ნოემბერს ჩატარდა. ის 1991 წლიდან არსებობს და ძირითადად, აქცენტირებულია პოსტსაბჭოთა და პოსტკომუნისტური ქვეყნების რეჟისორების ნამუშევრებზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი