ახალი ამბები

ზურიკო დავითაშვილი ნომინირებულია „ლიგა 1“-ის ოქტომბრის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებაზე

6 ნოემბერი, 2024 •
ზურიკო დავითაშვილი ნომინირებულია „ლიგა 1“-ის ოქტომბრის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებაზე

ქართველი ფეხბურთელი ზურიკო დავითაშვილი საფრანგეთის უმაღლესი დივიზიონის, „ლიგა 1“-ის ოქტომბრის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებაზეა ნომინირებული.

დავითაშვილმა, რომელიც „სენტ-ეტიენის“ ღირსებას იცავს, 3 შეხვედრაში 5 გოლის გატანა მოახერხა.

დავითაშვილი ფრანგულ კლუბს ამ სეზონის დასაწყისში შეუერთდა.

მისი კონკურენტები არიან ბრედლი ბარკოლა და ლუკას შევალიე.

მასალების გადაბეჭდვის წესი