ნეტგაზეთი | ბაღათურიას საკანონმდებლო ინიციატივა ბაღათურიას საკანონმდებლო ინიციატივა – Netgazeti
RU | GE  

ბაღათურიას საკანონმდებლო ინიციატივა

პარლამენტის წევრის, ჯონდი ბაღათურიას საკანონმდებლო ინიციატივით წარმოდგენილი კანონპროექტი

დღეს პარლამენტში ჯონდი ბაღათურიას საკანონმდებლო ინიციატივის პრეზენტაცია გაიმართა და პროექტის საჯარო განხილვაც დაიწყო. 
“წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ  ფარმაცევტულ პროდუქციაზე ფასების შეკავებას ითვალისწინებს.

“პროექტის კონცეფციის მიხედვით, ფასწარმოქმნის ყველა ეტაპზე – წარმოების, იმპორტის, საბითუმო და საცალო ვაჭრობის – დაწესდება ფასნამატის ლიმიტი.  კომპანიებს მოგებაზე მუშაობის საშუალება ექნებათ, მაგრამ ისე, რომ მათი მოგება მძიმე ტვირთად არ დააწვეს მოსახლეობას, განსაკუთრებით კი –პენსიონერებს და ღარიბ ოჯახებს”, – პარლამენტის ოფიციალური ინტერნეტ გვედი  ბაღათურიას ციტატას აქვეყნებს.

პროექტის პრეზენტაციაში ჯანდაცვის სამინისტროს, წამყვანი ფარმაცევტული კომპანიებისა და პენსიონერთა კავშირის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. საჯარო განხილვის  დასრულების შემდეგ  პროექტის ინიციატორი მას პარლამენტში დაარეგისტრირებს.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნეტგაზეთი