ახალი ამბები

ისევ აკაკი

25 ოქტომბერი, 2010 • • 1088
ისევ აკაკი

აკაკი წერეთლის 170-ე წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეული თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო კონფერენციით გაიხსნა. 

აკაკის კვირეული უნივერსიტეტში პლენარული სხდომით დაიწყო და მთელი დღის მანძილზე გაგრძელდა. მასში მონაწილეობა მიიღეს თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორებმა, დოქტორანტებმა და სტუდენტებმა.

აკაკის იუბილესადმი მიძღვნილი კვირეული საქართველოს საჯარო სკოლებშიც ტარდება.  კვირეულის ფარგლებში, სკოლები დაგეგმავენ და განახორციელებენ სხვადასხვა აქტივობებს, მათ შორის,  გაიმართება თხზულებების კონკურსი თემაზე: ,,სჯობს მონობაში გადიდკაცებულს, თავისუფლების ძებნაში მკვდარი’’, -ნათქვამია განათლების და მეცნიერების სამინსიტროს ოფიციალურ ინტერნეტ გვერდზე.

კონკურსში მონაწილეობას VIII-XII კლასის მოსწავლეები მიიღებენ.  გამარჯვებულების საზეიმო დაჯილდოება  აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმში, სოფელ სხვიტორში, გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი