ახალი ამბები

საქართველოს არჩევნებზე დარღვევები რუსეთის ფართო ჩარევის ნაწილია – საფრანგეთის ევროპის საქმეთა მინისტრი

1 ნოემბერი, 2024 •
საქართველოს არჩევნებზე დარღვევები რუსეთის ფართო ჩარევის ნაწილია – საფრანგეთის ევროპის საქმეთა მინისტრი

საფრანგეთის ევროპათა საკითხების მინისტრი, ბენჯამინ ჰადადი ამბობს, რომ საქართველოს არჩევნებში რუსეთი ჩაერია და ამით თავს დაესხა „ევროპულ იდეას, ევროპის ინტერესებს და მოსაზღვრე ქვეყნებში სტაბილურობას“.

ჰადადის განცხადებებს საფრანგეთის სენატში Public Senat ავრცელებს.

მისი შეფასებით, „ოცნების არალიბერალური მოძრაობა ზიანს მიაყენებს ევროპულ პერსპექტივას, რომელიც საქართველოს მოსახლეობის უდიდეს უმრავლესობას სურს“.

ჰადადი აგრეთვე ამბობს, რომ არჩევნებზე დაფიქსირებული დარღვევები არის „ჩვენი მეზობლების საქმეებში“ რუსეთის უფრო დიდი ჩარევის ნაწილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი