ესპანეთში, ვალენსიის რეგიონში მინიმუმ 64 ადამიანი დაიღუპა წყალდიდობის შედეგად, რომელიც კოკისპირულმა წვიმამ გამოიწვია.

როიტერსის თანახმად, ბოლო 30 წელში ეს ყველაზე მომაკვდინებელი წყალდიდობა იყო.

მეტეოროლოგებმა გამოცემასთან განაცხადეს, რომ ერთი წლის წვიმა რვა საათის განმავლობაში მოვიდა ვალენსიის რეგიონში, რამაც  კატასტროფული შედეგები გამოიწვია.