„დინამო თბილისის“ აკადემიის აღზრდილი ვახო სალია ინგლისის ერთ-ერთ წამყვან კლუბში, „ნიუკასლში“ გადადის, იუწყება „დინამო“.

„დინამო თბილისის აკადემიის აღზრდილი, ვახო სალია, კარიერას ნიუკასლ იუნაიტედში გააგრძელებს. ვახო ინგლისურ გუნდს 2025 წლის ზაფხულიდან შეუერთდება, მანამდე კი თბილისურ კლუბთან ერთად განაგრძობს დასახული მიზნებისთვის ბრძოლას. წარმატებას გისურვებთ კარიერის ახალ ეტაპზე, სალი!“, – აცხადებენ კლუბში.

17 წლის სალია თავდამსხმელის პოზიციაზე თამაშობს. მან მიმდინარე სეზონში 5 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.


გარეკანის ფოტო: „დინამო თბილისი“