„ქართულმა ოცნებამ“ სამხრეთ კორეასა და ჩინეთში გახსნილ უბნებშიც წააგო. შესაბამის ოქმებს გამოცემა „პუბლიკა“ აქვეყნებს.
კერძოდ, ჩინეთში გახსნილ უბანზე მისული 57 ამომრჩევლიდან „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო 10 ხმა.
„კოალიციამ ცვლილებებისთვის“ მიიღო 14 ხმა, „ერთობა – ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 4, „ძლიერი საქართველოსთვის“ – 10, „გახარია საქართველოსთვის“ – 8 ხმა. 4 ხმა მიიღო „გირჩმა“.
თითო-თითო ხმა ერგოთ ლეიბორისტულ პარტიას, „ტრიბუნას“, და „ევროპელ დემოკრატებს“. ჯამში, „ოცნებამ“ ხმათა 17,54% ხმა მიიღო, დანარჩენი კი ოპოზიციას ერგო.
რაც შეეხება სამხრეთ კორეას, 53 ამომრჩევლიდან „ოცნებას“ მხარი დაუჭირა მხოლოდ 2-მა ამომრჩეველმა (3,77%). 18 ხმა მიიღო „კოალიციამ ცვლილებებისთვის“, „ერთობა – ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 2, „ძლიერი საქართველოსთვის“ – 15, „გახარია საქართველოსთვის“ – 9. 4-მა ამომრჩეველმა მხარი „გირჩს“ დაუჭირა.
თითო-თითო ხმა მიიღეს „საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტიამ“, „ევროპელმა დემოკრატებმა“ და „საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“.
