ახალი ამბები

MDF-ის განცხადება ლილოს ბაზრობზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით

22 ოქტომბერი, 2010 • • 1070
MDF-ის განცხადება ლილოს ბაზრობზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით

მედიის განვითარების ფონდი (MDF) შეშფოთებას გამოთქვამს 21 ოქტომბერს ლილოს ბაზრობასთან მომხდარი ინციდენტისას ბაზრობის დაცვის წევრების მიერ ტელეკომპანია “კავკასიის” ჟურნალისტის ცემისა და ITV-ის კამერის დაზიანების გამო.

გავრცელებულ განცხადებაში ფონდი იმედს გამოთქვამს, რომ  სამართალდამცავი ორგანოები მომხდარს გამოიძიებენ და რეაგირებას მოახდენენ ჟურნალისტთა პროფესიული საქმიანობისათვის ხელის შეშლის ფაქტებზე.

,,ამასთანავე, ვადასტურებთ რა ჩვენს პატივისცემას სარედაქციო დამოუკიდებლობის ხელშეუხებლობის მიმართ, გამოვთქვამთ იმედს, რომ ნაციონალური არხები მომავალში მაინც არ მოახდენენ იმ თემების უგულვებელყოფას, რომელიც საზოგადოებრივი ინტერესის საგანი შეიძლება იყოს, მით უფრო მაშინ, როცა ინფორმაცია მათი კოლეგებისათვის პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას შექმნილ პრობლემებს შეეხება’’, – ნათქვამია განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი