ახალი ამბები

„არ მაქვს საფუძველი, არ ვენდო“ – ლავროვი ივანიშვილის განცხადებაზე

22 ოქტომბერი, 2024 •
„არ მაქვს საფუძველი, არ ვენდო“ – ლავროვი ივანიშვილის განცხადებაზე

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ამბობს, რომ არ აქვს საფუძველი, არ ენდოს ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, თითქოს რომელიღაც დასავლური ქვეყნის წარმომადგენელი პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს რუსეთის წინააღმდეგ ომში მონაწილეობას სთხოვდა.

„ვერ ვხედავ საფუძველს, არ ვენდო. ციტირებენ დიალოგებს დასავლურ ქვეყნებთან, რომლებიც პირდაპირ მოუწოდებდნენ რუსეთთან საომარი მოქმედებებისკენ. მე არ მაქვს საფუძველი, არ ვენდო მათ“, – უთხრა ლავროვმა გამოცემა „იზვესტიას“.

განცხადება, რომლის შეფასებაც ლავროვს სთხოვეს, 22 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილმა „იმედთან“ ინტერვიუს დროს გააკეთა.

„ოცნების“ ლიდერის მტკიცებით, დასავლეთის ქვეყნის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა ირაკლი ღარიბაშვილს რუსეთთან ომისკენ მოუწოდა და თქვა, რომ საქართველო სამი-ოთხი დღე გაძლებდა, შემდეგ კი პარტიზანული ომის წარმოება შეეძლებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი