თბილისში, ისანში 40 წლამდე ასაკის მამაკაცი მოკლეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ “ნეტგაზეთს” განუცხადა, დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავეს.
მათივე ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, დამზადებას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს.
