ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“სომხეთს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება ბაქოში COP29-ში მონაწილეობის შესახებ”- სიმონიანი

23 ოქტომბერი, 2024 •
“სომხეთს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება ბაქოში COP29-ში მონაწილეობის შესახებ”- სიმონიანი

“არმენპრესის” ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარემ ალენ სიმონიანმა ჟურნალისტებთან ბრიფინგზე განაცხადა, რომ სომხეთს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება, მიიღებს თუ არა მონაწილეობას “COP29-ში” – გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციაში.

“ასეთი გადაწყვეტილება ჯერ არ არსებობს. ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ და გავიგოთ, რატომ უნდა წავიდეთ, რას მისცემს ეს სომხეთს, რა არის ჩვენი ინტერესები და რა დონეზე მივიღებთ მონაწილეობას. ნებისმიერ შემთხვევაში, “COP29-ში” მონაწილეობის მოწვევა არ არის აზერბაიჯანის მონოპოლია, ეს არ არის აზერბაიჯანული ღონისძიება, ეს არის გაეროს ღონისძიება. სომხეთის რესპუბლიკა გაეროს წევრია. ვიმეორებ, გადაწყვეტილება მიღებული არ არის, განვიხილავთ და გავარკვევთ”,- განაცხადა სიმონიანმა.

გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენცია “COP29” ბაქოში 11-22 ნოემბერს გაიმართება. მანამდე აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა განაცხადა, რომ სომხეთს გაეგზავნა მოწვევა COP29-ში მონაწილეობის მისაღებად. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ სომხეთს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება ბაქოში გამართულ კონფერენციაში მონაწილეობის შესახებ.

მასალების გადაბეჭდვის წესი