ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთში ევროინტეგრაციაზე რეფერენდუმის მხარდასაჭერად 50 ათასზე მეტი ხელმოწერა შეაგროვეს

21 ოქტომბერი, 2024 •
სომხეთში ევროინტეგრაციაზე რეფერენდუმის მხარდასაჭერად 50 ათასზე მეტი ხელმოწერა შეაგროვეს

სომხეთის ევროინტეგრაციის რეფერენდუმის მხარდამჭერმა საინიციატივო ჯგუფმა ვადაზე ადრე შეაგროვა საჭირო 50 ათასი ხელმოწერა. ამის შესახებ სომხეთის ევროინტეგრაციის შესახებ რეფერენდუმის მხარდამჭერი ინიციატივის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, პარტიის “რესპუბლიკის სახელით” ლიდერმა არმან ბაბაჯანიანმა 18 ოქტომბერს განაცხადა.  წერს “კავკაზსკი უზელი’.

ბაბაჯანიანმა არ დააკონკრეტა, გაგრძელდება თუ არა ხელმოწერების შეგროვება 14 ნოემბრამდე, ანუ მათი შეგროვების დასრულების დრომდე, რომელიც სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებითაა გათვალისწინებული.

“ბოდიშს ვუხდი ყველას, ვინც ვერ მოაწერა ხელი ინიციატივის წარმომადგენლების ნაკლებობის გამო მათ რეგიონებში”, – წერს ბაბაჯანიანი ფეისბუკ გვერდზე.

ხელმოწერების ავთენტურობის გადამოწმების შემდეგ, სომხეთის ევროინტეგრაციის შესახებ ინიციატივა პარლამენტს უნდა გაეგზავნოს. რეფერენდუმის პროექტზე უარის თქმის შემთხვევაში, ხელმოწერების შეგროვების მეორე ეტაპი გამოცხადდება, რომლის დროსაც 300 ათასი ხელმოწერის შეგროვება იქნება საჭირო. ამავდროულად, საინიციატივო ჯგუფს მოუწევს მათი შეგროვება უარყოფის დღიდან სამოცი დღის ვადაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლო ცნობს პროექტს კონსტიტუციასთან შესაბამისობაში. ეს აღნიშნულია სომხეთის კონსტიტუციის 204-ე მუხლში.


 

მასალების გადაბეჭდვის წესი