ახალი ამბები

საქართველო-ისრაელის მემორანდუმი ტურიზმის შესახებ

22 ოქტომბერი, 2010 • • 1053
საქართველო-ისრაელის მემორანდუმი ტურიზმის შესახებ

საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ვერა ქობალიამ და ისრაელიეს ტურიზმის მინიტრმა სტას მისეჟნიკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომელიც ტურიზმის სფეროში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას გულისხმობს.

მემორანდუმის ფარგლებში გაფორმდება ხელშეკრულება საჰაერო მიმოსვლასთან დაკავშირებით.  ხელშეკრულების თანახმად, საქართველოსა და ისრაელის სამ-სამ ავია კომპანიას ფრენების განხორციელების  საშულება მიეცემათ. ხელშეკრულება ისრაელის ტრანსპორტის სამინისტროსთან გაფორმდება.

ქობალიას განცხადებით, მემორანდუმზე ხელმოწერის შემდეგ გამართული შეხვედრისას, საქართველოში საჰაერო რეისების განხორციელების სურვილი გამოთქვეს ისრაელის უმსხვილესმა ავიაკომპანიებმა, მათ შორის, ავიაკომპანიამ “ელ-ალი”.

ვერა ქობალიას თქმით, უახლოეს პერიოდში ისრაელის ავიაკომპანიების წარმომადგენლები საქართველოში ჩამოვლენ.

შეხვედრიაზე ასევე საუბარი იყო საქართველოს მოქალაქეებისათვის ისრაელში სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე.  

,,საჰაერო რეისების სიხშირის მატება მნიშვნელოვნად გაზრდის მგზავრთა ნაკადს საქართველოსა და ისრაელს შორის, გარდა ამისა, იგი გავლენას მოახდენს ბილეთების ფასზეც’’, – განაცხადა  ისრაელის ტურიზმის მინისტრმა.

მისივე თქმით, ისრაელის ტურიზმის სამინისტრო ხელს შეუწყობს საქართველოს მოქალაქეებისათვის ისრაელში ვიზების გაუქმების გადაწყვეტილების მიღებას.

მისეჟნიკოვმა საქართველო ისრაელში 2011 წელს დაგეგმილ ტურისტულ გამოფენაზე მიიწვია.

გამოფენისათვის შეიქმნება ტუროპერატორებისა და ავიაკომპანიების სპეციალური ჯგუფები, რომლებიც სხვა ქვეყნებთან სამომავლო სამოქმედო პროგრამას შეიმუშავებენ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი