მარშის მონაწილეები ოთხ ლოკაციაზე შეიკრიბებიან და თავისუფლების მოედნისკენ დაიწყებენ მსვლელობას:
“საქართველო, რომელიც არ გაუშვებს ხელიდან ისტორიულ შანსს; საქართველო, რომელიც ირჩევს ერთობასა და განვითარებას; საქართველო, რომელიც არ დააღალატებს წინაპრებს და მომავალ თაობებს; საქართველო, რომელიც ირჩევს ევროკავშირს და ნათელ მომავალს, იკრიბება 20 ოქტომბერს, მარშზე- საქართველო ირჩევს ევროკავშირს!
• რესპუბლიკის მოედანი – 17:00სთ
• გმირთა მოედანი – 17:00სთ
• 300 არაგველის მოედანი – 17:00სთ
• მარჯანიშვილის მოედანი – 17:00სთ
“და როგორც ადრე – შეუჩერებელ მდინარეებად დავიძვრებით და შევერთდებით თავისუფლების მოედანზე. ჩვენი დიდი ერთობის სიამაყით და სიხარულით იმის დასტურად, რომ ᲐᲠᲐᲕᲘᲡᲘ ᲡᲮᲕᲘᲡᲘ, ᲔᲡ ᲥᲕᲔᲧᲐᲜᲐ ᲐᲠᲘᲡ ᲩᲕᲔᲜᲘ!” – აღნიშნულია ანონსში.
“ქართული ოცნების” მიერ რუსული და ცენზურის დამწესებელი კანონის მიღების გამო საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია. დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ძირგამომთხრელი საქმიანობის გამო აშშ-მა და ევროკავშირმა უკვე შეაჩერეს სხვადასხვა ფინანსური დახმარების პროგრამა. საქართველოს 2025 წლის ბიუჯეტის პროექტით, EU-ს საგრანტო დახმარება 93%-ით მცირდება.
