ახალი ამბები

ინციდენტი ლილოს ბაზრობაზე

21 ოქტომბერი, 2010 • • 1153
ინციდენტი ლილოს ბაზრობაზე

დღეს დილით ლილოს ბაზრობის აქციის გადასაღებად ჩასული ტელეკომპანიების – კავკასიისა და Itv-ს გადამღები ჯგუფები ბაზრობის დაცვასთან მომხდარი ინციდენტის შედეგადად დაზარალდნენ.

როგორც  Itv-ს საინფორმაციო გამოშვების პროდიუსერი ირაკლი ჩიხლაძე ნეტგაზეთს უყვება, შეხლა–შემოხლა ჟურნალისტებსა და ლილოს ბაზრობის დაცვას შორის მოხდა.

გადამღები ჯგუფი მიყვებოდა პოლიტიკოსებს, რომლებიც ლილოს ბაზრობის ინდმეწარმეების გაფიცვის გამო იმყოფებოდნენ აღნიშნულ ადგილზე.

ჩიხლაძემ გვიამბო  Itv-ს ჟურნალისტის, ნანა ავალიშვილის მიერ მოწოდებულ ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, გადამღები ჯგუფი ცდილობდა ლილოს ბაზრობის ტერიტორიაზე შესვლას.  ჟუნრალისტებს წინააღმდეგობა ლილოს ბაზრობის დაცვის თანამშრომლებმა გაუწიეს, რის შედეგადაც დაზიანდა მათი ვიდეო კამერა.

რაც შეეხება ტელეკომპანია კავკასიას, ნინო ჯანგირაშილი ნეტგაზეთთან საუბრისას ამბობს, რომ მისი გადამღები ჯგუფი ჯერ არ დაბრუნებულა ტელეკომპანიაში და მოგვიანებით გააკეთებს კომენტარს, მას შემდეგ, რაც კადრებს ნახავს და ჟურნალისტების მიერ მონაყოლ ინფორმაციას მოისმენს. თუმცა მან თქვა, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით, დაზარალდა ტელეკომპანიის ოპერატორი და მძღოლი. 

ტელეკომპანია კავკასიის თანამშრომელი, მძღოლი,თემო წერეთელი ამბობს, რომ ბაზრობის დაცვამ ტანსაცმელი შემოახია და ორჯერ ჩაარტყა ფეხში.

“ფორუმის წარმომადგენლებს და ხალხს უნდოდათ შესვლა ბაზრობაზე, დაცვა არ უშვებდა. გაწევ-გამოწევა იყო, მერე კამერებზე და ჯურნალისტებზეც იწევდნენ. ჩვენს ჯურნალისტებზეც რომ გამოიწიეს გადავუდექი წინ და ამ დროს ტანსაცმელი შემომახიეს, ფეხში ერთი-ორჯერ ჩამარტყეს, კამერაა დაზიანებული. ისეთი ამბავი იყო რომ ალბათ ყველას რაღაც მოხვდებოდა’’,–ამბობს წერეთელი.

 



მასალების გადაბეჭდვის წესი