თბილისის მერი და მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ საქართველოში აშშ-ის საელჩოს „დიდი პრობლემა აქვს“.

ასე ეხმაურება  იგი საელჩოს მიერ ბოლო დღეებში „ოცნებისდამი“ კრიტიკული ქარდების გამოქვეყნებას.

„ამერიკის საელჩოს, მე ვფიქრობ, დიდი პრობლემა აქვს. მე მგონი, ლევან ხაბეიშვილი ჩაუდეს Facebook-ის ადმინად, ჩანს მათ მიერ გამოქვეყნებულ ბანერებზეც, რომ აშკარად ლევან ხაბეიშვილი ჩაუდეს.

ყველა ბანერზე, რაც იყო გამოქვეყნებული, იყო სიცრუე, ტყუილი. [..] ძალიან მძიმეა ის, რომ ჩვენ ვხედავთ საელჩოებს, უცხო ქვეყნის წარმომადგენლებს, [რომლებიც] პირდაპირ საარჩევნო კამპანიაში არიან ჩართულები“, – ამბობს კალაძე.