უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისის ცნობით, სამართალდამცავებს აქთ ინფორმაცია რუსული ძალების მიერ 93 უკრაინელი ტყვის განგებ მკვლელობაზე.

ამ ინფორმაციას „უკრინფორმი“ შეიარაღებული კონფლიქტების პირობებში დანაშაულის ჩადენასთან ბრძოლის დეპარტამენტის უფროსზე, იური ბელოუსოვზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბელოუსოვის ცნობით, ამ მკვლელობების 80% 2024 წელს დაფიქსირდა, ხოლო ტენდენცია 2023 წლის ნოემბერში დაიწყო.

უკრაინელების ცნობით, ზოგჯერ მკვლელობების ვიდეო ტელეგრამ-არხებშიც ვრცელდება.