გიორგი ჩაკვეტაძემ ინგლისურ კლუბ „უოტფორდთან“ კონტრაქტი 2029 წლამდე გაახანგრძლივა.
ჩაკვეტაძე კლუბს 2023 წლის აგვისტოში შეუერთდა და 44 შეხვედრა ითამაშა.
კლუბის მთავარი მწვრთნელი, ტომ კლევერლი ამბობს, რომ ჩაკვეტაძე „ბრწყინვალე მაგალითია ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის“. კლევერლიმ იმედი გამოთქვა, რომ ჩაკვეტაძე კლუბის მომავლისა და წარმატების დიდი ნაწილი იქნება.