სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება აცხდებს, რომ “საქართველოს გადასცეს მისი მოქალაქე ვასილ სალამაშვილი, რომელმაც რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარი დაარღვია”.
ცხინვალის განცხადებითვე, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ საკორინთლოს 43 წლის მკვიდრი მათმა მესაზღვრეებმა 24 სექტემბერს ლენინგორის [ახალგორი -რედ.] რაიონის მონასტრის მიდამოებში დააკავეს.
“იმასთან დაკავშირებით, რომ კანონდამრღვევს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტმა [КГБ] გადაწყვიტა, ის ქართულ მხარეს ჯარიმის გარეშე გადასცეს”.