ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ფაშინიანმა და ერდოღანმა სომხეთ-თურქეთის ურთიერთობებზე გაეროში შეხვედრაზე ისაუბრეს

25 სექტემბერი, 2024 •
ფაშინიანმა და ერდოღანმა სომხეთ-თურქეთის ურთიერთობებზე გაეროში შეხვედრაზე ისაუბრეს

გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის ფარგლებში სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის და თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეხვედრა გაიმართა.

როგორც “არმენპრესი” წერს, მხარეებმა დეტალურად ისაუბრეს სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესის ფარგლებში უკვე გადადგმულ ნაბიჯებსა და არსებულ შეთანხმებებზე.

“განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დარეგულირების პროცესის წინაპირობების გარეშე გაგრძელებას და ურთიერთობებისთვის ახალი იმპულსის მინიჭების მზადყოფნას. მხარეებმა ასევე განიხილეს რეგიონალური საკითხები”, – წერს გამოცემა.

ამასთან, როგორც „არმენპრესს“ სომხეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტიდან აცნობეს, პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა პრეზიდენტ ერდოღანს აცნობა სომხეთის და აზერბაიჯანის ურთიერთობის დარეგულირების პროცესის მიმდინარე მდგომარეობის, ურთიერთობების დარეგულირების ხელშეკრულების ხელმოწერის მზადყოფნის და სომხეთის მთავრობის „მშვიდობის გზაჯვარედინის“ ინიციატივის შესახებ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი