ახალი ამბები

უფრო ახლოს ვართ ომის დასრულებასთან, ვიდრე გვგონია – ზელენსკი

24 სექტემბერი, 2024 •
უფრო ახლოს ვართ ომის დასრულებასთან, ვიდრე გვგონია – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ომის დასასრულთან უფრო ახლოს არიან, ვიდრე ეს წარმოუდგენიათ.

ამის შესახებ მან ABC News-თან ინტერვიუში ისაუბრა.

„მე ვფიქრობ, ჩვენ უფრო ახლოს ვართ მშვიდობასთან, ვიდრე გვგონია. ჩვენ უფრო ახლოს ვართ ომის დასრულებასთან. ჩვენ უბრალოდ უნდა ვიყოთ ძალიან ძლიერები“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, ამიტომ სთხოვენ უკრაინის მეგობრებსა და მოკავშირეებს, დახმარება გააძლიერონ.

მედიის ცნობით, ზელენსკიმ არაერთხელ მოუწოდა შეერთებულ შტატებსა და დიდ ბრიტანეთს, მოეხსნათ შეზღუდვები შორი მანძილის რაკეტების გამოყენებაზე რუსეთის სიღრმეში სამიზნეების გასანადგურებლად.

ამასთან, ზელენსკის თქმით, პუტინს კურსკის ოპერაციის ეშინია.

„მართალია, ძალიან ეშინია. იმიტომ, რომ მისმა ხალხმა დაინახა, მას არ შეუძლია დაიცვას მთელი თავისი ტერიტორია“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ვოლოდიმირ ზელენსკი ამჟამად აშშ-ში გაეროს გენერალურ ასამბლეის ფარგლებში იმყოფება, სადაც გეგმავს, რომ „გამარჯვების გეგმა“ წარადგინოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი