ახალი ამბები

„ჩვენ მაინც გავერთიანდეთ“ — სააკაშვილი „ახლებს“

19 სექტემბერი, 2024 •
„ჩვენ მაინც გავერთიანდეთ“ — სააკაშვილი „ახლებს“

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „კოალიციას ცვლილებისთვის“ (ნიკა გვარამია, ნიკა მელია, ზურაბ ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია) გაერთიანებას სთავაზობს.

სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე, პოლიტიკური გამოსვლისას თქვა, რომ მიუხედავად ბევრი კითხვისა, მიესალმება „ლელოს“ და გიორგი გახარიას გაერთიანებას (მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ შეთანხმება ვერ შედგა — რედ.).

„ჩემი ინიციატივა იყო თავიდან, რომ ყველანი გავერთიანებულიყავით. რადგან ეს არ გამოდის, მე ახლა კიდევ ერთხელ ვუბრუნდები ინიციატივას „ახლების“ მიმართ, რომ ჩვენ მაინც გავერთიანდეთ. „ნაციონალური მოძრაობა“ ყველა შემთხვევაში პირველ ადგილზე გავა, თუმცა, რაც უფრო მსხვილები ვიქნებით, უფრო ძლიერები ვიქნებით“, — განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი