აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, მეთიუ მილერი ეხმაურება ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომ ენმ-ის მიერ ოსების ცეცხლში გახვევის გამო ბოდიში უნდა მოვიხადოთ.
მილერმა თქვა, რომ მისი აზრით, საქართველოს არ აქვს ბოდიში მოსახდელი იმისთვის, რომ რუსეთი საქართველოში შემოიჭრა.
ივანიშვილის განცხადების შესახებ კითხვა მილერს ალექს რაუფოღლუმ დაუსვა.
„ვნახე ეს კომენტარი. არა მგონია, რომ საქართველომ ბოდიში უნდა მოიხადოს იმისთვის, რომ რუსეთი საქართველოში შეიჭრა. რუსეთს უკანონოდ აქვს ოკუპირებული აქვს ტერიტორიების 20%“, – თქვა მილერმა.