ახალი ამბები

„არა კრემლის დიქტატს“ – პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

15 სექტემბერი, 2024 •
„არა კრემლის დიქტატს“ – პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

პარლამენტთან საპროტესტო აქცია – „არა კრემლის დიქტატს“ – მიმდინარეობს.

აქციის ორგანიზატორი ახალგაზრდული მოძროაბა „დაფიონია“.

აქცია მას შემდეგ დაორგანიზდა, რაც 14 სექტემბერს გორში წინასაარჩევნო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას „ქართული ოცნების” ლიდერმა ბიძინა ივანიშვილიმა განაცხადა, რომ „ენმ-ის მიერ ოსების ცეცხლში გახვევის გამო, ბოდიში უნდა მოვიხადოთ“.

„თურმე ჩვენ ბოდიში უნდა მოვიხადოთ იმ ომის გამო, რომელიც არ დაგვიწყია. ბოდიში უნდა მოვიხადოთ იმ ცოდვების გამო, რომელიც ჩვენ არ ჩაგვიდენია და პირიქით, ჩვენს წინააღმდეგ ჩაიდინეს. ყველაზე მძიმე, ბოდიში უნდა მოვიხადოთ იმ ღირსების გამო, რომელზეც უარი არ ვთქვით და რომელიც არ დავთმეთ“, – განაცხადა აქციის მოძრაობა „დაფიონის“ წევრმა ზვიად ცეცხლაძემ.


“ქართული ოცნების” ლიდერი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც აგვისტოს ომის “გაჩაღებისთვის” ნაციონალურ მოძრაობას გაასამართლებს, “ბოდიში უნდა მოვიხადოთ” იმის გამო, რომ ამ პარტიამ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები.

ამის შესახებ ივანიშვილმა 14 სექტემბერს გორში წინასაარჩევნო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მასალების გადაბეჭდვის წესი