ახალი ამბები

საქართველო –ირანის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი

19 ოქტომბერი, 2010 • • 996
საქართველო –ირანის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი

დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ნალბანდოვმა ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი საქართველოში მაჯიდ სადადზადე მიიღო.

სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ირანის შეხვედრაზე განხილული იყო ირანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მანუჩეჰრ მოთაქის საქართველოში ოფიციალური ვიზიტის მომზადებასთან დაკავშირებული საკითხები.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ინტერნეტ გვერდზე ნათქვამია, რომ ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერება ორ ქვეყანას შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას. 

მასალების გადაბეჭდვის წესი