გარდაიცვალა მსახიობი ზურა ბერიკაშვილი.
ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი დისშვილი, ანო მაისურაძე ავრცელებს.
ზურა ბერიკაშვილი ცნობილი მსახიობის, გივი ბერიკაშვილის შვილი იყო.
გასული წლის ბოლოს, ზურა ბერიკაშვილს ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა და მას შემდეგ, თვეების განმავლობაში მკურნალობდა.