ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალი განაგრძობს უკანონო ქართული პოსტის მოხსნის მცდელობას წნელისში – კოჩიევი

13 სექტემბერი, 2024 •
ცხინვალი განაგრძობს უკანონო ქართული პოსტის მოხსნის მცდელობას წნელისში – კოჩიევი

ოსური მედიის ინფორმაციით, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატის ფარგლებში, სამხრეთ ოსეთის სოფელ უისტას (წნელისი) ტერიტორიიდან ქართული პოლიციის “უკანონო პოსტის გაყვანა კვლავ განხილვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად იქცა”. ამის შესახებ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის  წარმომადგენლის მოადგილემ პოსტკონფლიქტური მოგვარების საკითხებში, IPRM-ს სამხრეთ ოსეთის [დე ფაქტო] დელეგაციის ხელმძღვანელმა იგორ კოჩიევმა განაცხადა.

“როგორც წესი, ყოველ შეხვედრაზე ვახსენებთ ამ პოსტს. ამ მიმართულებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს და მინდა ვთქვა, რომ საკმაოდ რთულად. თუმცა ჩვენ არ გვაქვს უფლება, არ ვისაუბროთ ამ პრობლემაზე. ჩვენ უზრუნველვყოფთ უკანონო პოლიციის პოსტის მოხსნას სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან”, – განაცხადა კოჩიევმა.

121-ე შეხვედრა სოფელ ერგნეთში გაიმართა, ხოლო შემდგომი შეხვედრა 12 ნოემბრისთვის არის დანიშნული.


12 სექტემბერს საზღვრისპირა სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფორმატის (IPRM)  ფარგლებში მორიგი შეხვედრა გაიმართა.

ოსური მედიის ინფორმაციით, 121-ე შეხვედრაზე ცხინვალის მხრიდან კვლავ განხილული იქნება უსაფრთხოების საკითხები და საზღვრის დარღვევის სტატისტიკა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში ბოლო შეხვედრის შემდეგ.

ოსური მედიის ცნობით, სამხრეთ ოსეთის [დე ფაქტო] დელეგაცია, ტრადიციულად, სოფელ უისტაში (წნელისი)  საქართველოს პოლიციის “უკანონო პოსტის რესპუბლიკის ტერიტორიიდან მოხსნის საკითხს დააყენებს”.

შეხვედრები IPRM ფორმატში იმართება ჟენევის დისკუსიების ფარგლებში და ეხება კავკასიაში უსაფრთხოების საკითხებს. დიალოგში მონაწილეობენ სამხრეთ ოსეთის [დე ფაქტო], რუსეთის, საქართველოს, ევროკავშირისა და ეუთოს წარმომადგენლები.

მასალების გადაბეჭდვის წესი