ნეტგაზეთი | საქართველო ნიკოლა სარკოზის განცხადებას გამოეხმაურება საქართველო ნიკოლა სარკოზის განცხადებას გამოეხმაურება – Netgazeti
RU | GE  

საქართველო ნიკოლა სარკოზის განცხადებას გამოეხმაურება

საქრათველოს საგარეო უწყება დღეს საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურება. ამის შესახებ ,,ნეტგაზეთს’’ საგარეო საქმეთა სამინისტროს მედიასთან ურთიერთობის სამსახურიდან აცნობეს.

საქრათველოს საგარეო უწყება დღეს საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურება. ამის შესახებ ,,ნეტგაზეთს’’ საგარეო საქმეთა სამინისტროს მედიასთან ურთიერთობის სამსახურიდან აცნობეს.

საქართველომ ხელი უნდა მოაწეროს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ძალის გამოუყენებლობის ხელშეკრულებას, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ დღეს საფრანგეთი-რუსეთი-გერმანიის სამიტზე, ქალაქ დუვილში, განაცხადა.

სარკოზის თქმით, ასევე აუცილებელია 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დატყვევებულთა გათავისუფლება. საინფორმაციიო სააგენტო ,,რია ნოვოსტი’’-ის ინფორმაციით, სარკოზიმ რუსეთს მოუწოდა, დათანხმდეს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ევროპელი სადამკვირვებლო მისიის მუშაობას.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნეტგაზეთი