ახალი ამბები

19 მილიონი დოლარი ,,თეგეტა მოტორსს’’

19 ოქტომბერი, 2010 • • 1091
19 მილიონი დოლარი ,,თეგეტა მოტორსს’’

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი კომპანია  თეგეტა მოტორსს საკრედიტო რესურსს –19 მილიონ აშშ დოლარს გამოუყოფს.

თანხა საბანკო ვალდებულებების რეფინანსირებას და ახალი პროექტების დაფინანსებას მოხმარდება.

 ფოთში ახალი სერვის ცენტრი აშენდება, თბილისში, აღმაშენებლის ხეივანზე, მდებარე სერვის ცენტრი კი გაფართოვდება, სადაც 200-მდე ადამიანი დასაქმდება.

თავად კომპანია ორივე პროექტში დამატებით  4,5 მილიონ აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი  კომპანიას თანხას MCFF-ის პროექტის ფარგლებში გამოუყოფს. პროექტი, ადგილობრივ კომერციულ ბანკთან ერთად, მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებას გულისხმობს. ამიტომ ადგილობრივი კომერციული ბანკებიდან ,,თეგეტა მოტორსს’’ ,,თიბისი ბანკი’’ დაეხმარება.

დოკუმენტზე ოფიციალური ხელმოწერა ,,თეგეტა მოტორსის’’ სათაო ოფისში დღეს გაიმართა.

ჰოლდინგი ,,თეგეტა მოტორსი’’ 1995 წელს დაარსდა. მისი ფილიალები საქართველოს ყველა დიდ ქალაქში მდებარეობს. კომპანია  მომხმარებელს ავტოსერვისთან დაკავშირებულ მომსახურებას სთავაზობს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი