ახალი ამბები

შეიარაღებული თავდასხმა ჩეჩნეთის პარლამენტზე

19 ოქტომბერი, 2010 •
შეიარაღებული თავდასხმა ჩეჩნეთის პარლამენტზე

ჩეჩნეთის პარლამენტზე თავდასხმის შედეგად სულ მცირე 6 ადამიანი დაიღუპა, იუწყება ბიბისი. გროზნოში, ჩეჩნეთის პარლამენტში, შეიარაღებულმა დაჯგუფებამ თავდასხმა განახორციელა. სროლების შედეგად სამი თავდამსხმელი მოკლეს, ორმა კი თავი აიფეთქა.

Interfax–ის ცნობით,  პრეზიდენტმა რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ შეიარაღებული დაჯგუფების წინააღმდეგ ოპერაცია დასრულდა. დაჯგუფების ყველა წევრი მოკლულია.

მისივე თქმით, ყველა დეპუტატი, რომელიც პარლამენტის შენობაში იმყოფებოდა, გადარჩენილია. მათ სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

სხვა რუსული საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან, რომ თავდასხმის შედეგად 10 ადამიანი დაშავდა.

თავდასხმის ფაქტები

სხვადასხვა წყაროების ცნობით, რომელსაც ბიბისი ეყრდნობა, თავდასხმა პარლამენტის სპიკერის ოფისთან დაიწყო, თუმცა ის უვნებლად გადარჩა.

რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრი რაშიდ ნურგალიევი ამ დროს ჩეჩნეთში იმყოფებოდა. 

სავარაუდოდ, მას პრეზიდენტ კადიროვთან შეხვედრა ჰქონდა დანიშნული.

მოსკოვი ცდილობს, შემოიერთოს ჩრდილოეთ კავკასიაში მცხოვრები ამბოხებული მუსლიმები.  მუსლიმებით დასახლებული ეს ე.წ. «სიღარიბის ზოლი» ეთნიკურად რუს მოსახლეობაშია შერეული.

კრემლის განცხადებით, ამ თავდასხმის შედეგად, ჩეჩენმა სეპარატისტებმა გაიმარჯვეს.

ანალიტიკოსების თქმით, ბოლო დროს თავდასხმების რაოდენობა გვარწმუნებს იმაში, რომ რუსეთის მცდელობა, დააშოშმინოს ამბოხებულები, წარუმატებლად ხორციელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი