ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ერევანმა ბაქოს დასრულებული სამშვიდობო ხელშეკრულების პროექტი გაუგზავნა

9 სექტემბერი, 2024 •
ერევანმა ბაქოს დასრულებული სამშვიდობო ხელშეკრულების პროექტი გაუგზავნა

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მიროზიანმა განაცხადა, რომ  აზერბაიჯანს გადაეცა სამშვიდობო ხელშეკრულების პროექტი, რომელიც შეიცავს სრულად შეთანხმებულ ტექსტს.

“არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ ხელშეკრულებას ხელი მოკლე დროში მოეწეროს”,- აღნიშნა მან.

News.am-ის ცნობით, მირზოიანმა განაცხადა, რომ სომხეთის მიდგომა არ შეცვლილა კომუნიკაციების საკითხთან დაკავშირებით და ერევანი ელოდება ბაქოს რეაქციას.


“სამშვიდობო შეთანხმების ყველაზე მნიშვნელოვანი პირობა სომხეთის კონსტიტუციის შეცვლაა”.

Trend-ის ცნობით, ამის შესახებ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ქვეყანაში კანადის ახლად დანიშნული საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, კევინ ჰამილტონის რწმუნებათა სიგელების მიღებისას განაცხადა.

“სამშვიდობო შეთანხმების ყველაზე მნიშვნელოვანი პირობაა სომხეთის კონსტიტუციის შეცვლა, რადგან ის შეიცავს ტერიტორიულ პრეტენზიებს აზერბაიჯანის მიმართ და სანამ ეს არ მოხდება, სამშვიდობო შეთანხმება არ იქნება ხელმოწერილი. ეს ნათელია”, – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.

ამასთან, აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებითვე, მას მიაჩნია, რომ საკმაოდ სწრაფად მიიწევენ წინ მოლაპარაკების პროცესის ფარგლებში.

“მჯერა, რომ ჩვენ შეგვიძლია დავასრულოთ მუშაობა სამშვიდობო ხელშეკრულების ტექსტზე, ყოველ შემთხვევაში, მის ძირითად პრინციპებზე, რამდენიმე თვეში. უნდა აღვნიშნო, რომ ოკუპაციის დროს შუამავლების გეგმა იყო შეთანხმების მიღწევა იმ ძირითად პრინციპებზე, რომელსაც მადრიდის პრინციპები ეწოდება. უნდა მოხდეს მათი პარაფირება და შემდეგ ტექსტის შედგენა. მიგვაჩნია, რომ ეს შესაძლოა იყოს ერთ-ერთი ვარიანტი – მივაღწიოთ შეთანხმებას ძირითად პრინციპებზე, მოხდეს მათი პარაფირება და შემდეგ დაიწყოს ტექსტზე მუშაობა”, -აღნიშნა ილჰამ ალიევმა და ხაზი გაუსვა, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ სომხეთის კონსტიტუციაში ცვლილებების შემდეგ მოხდება.

იგივე მოთხოვნა აზერბაიჯანს აქამდეც გაუხმიანებია.

მასალების გადაბეჭდვის წესი