ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს ეჭვმიტანილი, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან ხელშეკრულების საფუძველზე გორის მზრუნველობამოკლებული ადამიანების უფასო კვებას აწარმოებდა.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით,ეჭვმიტანილი,გამგეობაში გაზრდილი ხარჯების წარსადგენად იყენებდა ყალბ საგადასახადო დოკუმენტებს. ამავე წყაროზე დაყრდნობით,იგი ყიდულობდა ნაკლები ფასისა და რაოდენობის პროდუქტებს, ამცირებდა მზრუნველობამოკლებული ადამიანებისათვის განკუთვნილი საკვების რაოდენობას, უმზადებდა მათ ნორმით გათვალისწინებულზე ნაკლებს.
სასადილოს ფუნქციონირებისათვის საჭირო პროდუქტის შესაძენად გორის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან გოჩაშვილს ყოველწლიურად 49 200 ლარი ერიცხებოდა.
ამჟამად გამოძიება მიმდინარეობს. დანაშაული,რომელშიც გოჩაშვილია ეჭვმიტანილი შვიდიდან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.