რუსეთში, ვორონეჟის ოლქის ოსტროგოჟსკის რაიონში, საბრძოლო მასალის აფეთქების გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
გუბერნატორ ალექსანდრე გუსევის თქმით, ღამით ფეთქებადსაშიში მასალების დეტონაცია უკრაინული დრონის ჩამოგდებას მოჰყვა.
„ოპერატიული სამსახურების მონაწილეობით მიმდინარეობს ერთი უბნის მაცხოვრებლების ევაკუაცია. მათთვის მომზადებულია ავტობუსები და დროებითი განსახლების პუნქტები“, — დაწერა გუსევმა „ტელეგრამში“.
გუბერნატორის თქმით, სანამ დროებითი მოთავსების ცენტრებში რამდენიმე ათეული ადამიანი იმყოფება, ევაკუირებულთა უმეტესობა კი ნათესავებთან და მეგობრებთან რჩება.
რუსული მხარის ინფორმაციით, მშვიდობიანი მოქალაქეები არ დაშავებულან. ადგილობრივი მცხოვრებლები აცხადებენ, რომ თავდასხმა სოფელ სოლდაცკოეში, საბრძოლო მასალის საწყობზე განხორციელდა.
ეს პირველში შემთხვევა არ არის, როდესაც უკრაინის დრონებით შეტევას ხანძარი მოჰყვა ვორონეჟის იარაღის საწყობებში. აგვისტოს ბოლოს საცხოვრებელი სახლები, ოსტროგოჟსკის რაიონში, იარაღის საწყობში საბრძოლო მასალების დეტონაციის გამო 600-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა.