ახალი ამბები

ოლექსანდრ სირსკიმ ახსნა, რატომ დაიწყო უკრაინამ ოპერაციას კურსკის ოლქში

5 სექტემბერი, 2024 •
ოლექსანდრ სირსკიმ ახსნა, რატომ დაიწყო უკრაინამ ოპერაციას კურსკის ოლქში

უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდალი, ოლექსანდრ სირსკი ამბობს, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ახალი შეტევის დაწყებას კურსკის ოლქიდან გეგმავდა და სწორედ ამიტომ, უკრაინამ აგვისტოს დასაწყისში რეგიონში სამხედრო ოპერაცია წამოიწყო.

„ამ ოპერაციამ შეამცირა მტრის იერიშის საფრთხე, არ მივეცით მათ მოქმედების საშუალება – გადავიტანეთ საბრძოლო მოქმედებები მტრის ტერიტორიაზე, რათა მან შეიგრძნოს ის, რასაც ჩვენ ყოველდღე ვგრძნობთ“, – ციტირებს სირსკის „უკრაინსკა პრავდა“.

სირსკის განცხადებით, უკრაინელთა მიზანია, რუსეთმა ვერ გამოიყენოს კურსკი, როგორც პლაცდარმი ახალი იერიშისთვის; ასევე, მოსკოვმა ძალები სხვა რეგიონებიდან კურსკში გადაიყვანოს; უკრაინამ აიყვანოს ტყვეები და მთლიანობაში, საბრძოლო მორალი გაზარდოს.

სირსკი ამბობს, რომ მოსკოვმა კურსკში „ათიათასობით“ სამხედრო, მათ შორის საუკეთესო დანაყოფები გადაისროლა, რის შედეგადაც უკრაინელელებმა დონბასში, პოკროვსკის მიმართულებაზე, შეაჩერეს რუსეთის წინსვლა.

მასალების გადაბეჭდვის წესი