ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანის ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს გაასაჩივრებს

4 სექტემბერი, 2024 •
აზერბაიჯანის ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს გაასაჩივრებს

“კავკაზსკი უზელის” ინფორმაციით, აზერბაიჯანული ოპოზიციის წარმომადგენლები რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების შედეგების გასაჩივრებას ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გეგმავენ.

ოპოზიციის კანდიდატების თქმით, ჩაყრა, “კარუსელები” ​​და ფალსიფიკაციის სხვა მეთოდები მიზნად ისახავდა დაბალი აქტივობის დამალვას და მმართველი პარტიის გამარჯვების უზრუნველყოფას.

პარტია “მუსავატის” წარმომადგენლის მუსტაფა გაჯიბეილის თქმით, დარღვევების მასშტაბები ისეთი იყო, რომ “ძნელია იმის დადგენა, თუ ვის სასარგებლოდ გააკეთეს ამომრჩეველმა არჩევანი”.

“ამომრჩეველთა აქტივობა, თუნდაც “კარუსელების” გათვალისწინებით, ფაქტობრივად არ აღემატებოდა 10%-ს და ამას ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებკამერები ადასტურებენ”, – ამბობს ის.

1 სექტემბერს აზერბაიჯანში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების კენჭისყრა გაიმართა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, არჩევნებში აქტივობამ 37,27% შეადგინა, ხოლო მმართველმა პარტიამ “ენი აზერბაიჯანმა” პარლამენტში 125 ადგილიდან 68 მიიღო.

ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ არჩევნები მრავალრიცხოვანი დარღვევებით ჩატარდა და შედეგები გაყალბდა, რის გამოც ისინი კენჭისყრის შედეგების გაუქმებას ითხოვენ.

აზერბაიჯანის საპარლამენტო არჩევნები 3 ნოემბერს უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ კლიმატის საერთაშორისო კონფერენცია “COP-29” ბაქოში ნოემბერშია დაგეგმილი და მმართველმა პარტიამ არჩევნების ადრე ჩატარების იდეა წარადგინა. ოპოზიციურმა პარტიებმა “მუსავატმა” და “რესპუბლიკურმა ალტერნატივამ” გადაწყვიტეს არჩევნებში მონაწილეობა, ხოლო “აზერბაიჯანის სახალხო ფრონტმა” და “დემოკრატიული ძალების ეროვნულმა საბჭომ” გადაწყვიტეს არჩევნების ბოიკოტირება.

მასალების გადაბეჭდვის წესი