ოსური მედიის ცნობით, მდინარე ლიახვში სოფელ ნიქოზში ნაპოვნი სამხრეთ ოსეთის [დე ფაქტო] მკვიდრის ცხედარის ვინაობა ცნობილია. 26 აგვისტოს, მდინარე ლიახვში უცნობი მამაკაცის ნაპოვნი ცხედარი, სავარაუდოდ, სამხრეთ ოსეთიდან [დე ფაქტო] ჩამოიტანა დინებამ.
ცხინვალში მცხოვრები 70 წლის მამაკაცი მეზობლებს რამდენიმე დღის მანძილზე არ უნახავთ, რამაც შეშფოთება გამოიწვია. მამაკაცის გაუჩინარება დაემთხვა ინფორმაციის გავრცელებას საქართველოში სამხრეთ ოსეთიდან [დე ფაქტო] დამხრჩვალი ადამიანის შესახებ.
მეზობლები მამაკაცის ნათესავს დაუკავშირდნენ ჯავაში. როდესაც ნათესავი ჩამოვიდა და პენსიონერის ბინაში შევიდნენ, იქ არავინ დახვდათ.
ოსური მედიის ინფორმაციით, პენსიონერის ცხედარი ფოტოს დახმარებით იცნეს, რომელიც სოფელ ნიქოზში იპოვეს. მამაკაცი ავღანეთის ომში იბრძოდა.