ახალი ამბები

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია პერევის მახლობლად იმყოფება

18 ოქტომბერი, 2010 •
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია პერევის მახლობლად იმყოფება

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე მათი დამკვირვებლები პერევის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან, ყველა მხარესთან ურთიერთობენ და ელოდებიან მოვლენების განვითარებას. მათთვის არ არის ცნობილი, ზუსტად როდის დაიწყება და დაიწყება თუ არა პერევიდან რუსეთის ჯარების გაყვანის პროცესი.

დამატებითი ინფორმაცია პერევში რუსული ჯარების დატოვებასთან დაკავშირებით ევროკავშირის მისიას საქართველოში არ აქვს. ნეტგაზეთთან საუბარში მისიის წარმომადგენელმა განმარტა, რომ იმედის ორსაათიან საინფორმაციო გამოშვებაში გასული ინფორმაცია, თითქოს სადამკვირვებლო მისია უშუალოდ პერევში იმყოფება, არ შეესაბამება სიმართლეს. აღინიშნა, რომ ეს იყო ტექნიკური ხარვეზი, გამომდინარე იქიდან, რომ დამკვირვებლები პერევის მახლობლად მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი