ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანის მოქალაქეს ქვეყნის გადატრიალების მცდელობაში ედება ბრალი

31 აგვისტო, 2024 •
აზერბაიჯანის მოქალაქეს ქვეყნის გადატრიალების მცდელობაში ედება ბრალი

“კავკაზსკი უზელის” ინფორმაციით, გადატრიალების მცდელობაში ბრალდებული აზერბაიჯანელი იმამვერდი ახმედოვის საქმე განჯის სასამართლოს განსახილველად წარედგინა.

“Ozu.az-ი” წერს, რომ პროკურატურის ინფორმაციით, ახმედოვი 2023 წლის აპრილიდან აგროვებდა თავის გარშემო რადიკალური რელიგიური მრწამსის მქონე ადამიანებს. გავრცელებული ინფორმაციით, მოქალაქე კონსტიტუციური წესრიგის შესაცვლელად ქვეყანაში არეულობის მოწყობას გეგმავდა, აგრეთვე გეგმავდა იარაღის გამოყენების შესახებ სწავლების ჩატარებას.

ახმედოვის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე აზერბაიჯანის სისხლის სამართლის კოდექსის 28-ე (დანაშაულისთვის მომზადება), 278.2 (ხელისუფლების იძულებით ხელში ჩაგდება ან ძალაუფლების იძულებით შეკავება, სახელმწიფოს კონსტიტუციური სისტემის იძულებითი ცვლილება) მუხლებით.

“Report.az-ის” ინფორმაციით, მოსამზადებელი სასამართლო სხდომა 4 სექტემბერს არის ჩანიშნული.

“კავკაზსკი უზელის” ინფორმაციით, 2020 წელს აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის პარტიის პრეზიდიუმის წევრები გადატრიალების მომზადებაში დაადანაშაულეს. იმავე წელს მათ მოეხსნათ წაყენებული ბრალდება ძალაუფლების ძალადობრივად ხელში ჩაგდების მუხლით.

მასალების გადაბეჭდვის წესი