ახალი ამბები

გამწვანების აქციები განახლდა

18 ოქტომბერი, 2010 • • 1045
გამწვანების აქციები განახლდა

აქცია ”დარგე ხე, გაამწვანე შენი გარემო” განახლდა. შემოდგომის დარგვის სეზონის დადგომასთან დაკავშირებით, გოგა ხაჩიძემ, გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ბრიფინგი გამართა.

სამინისტროს ინფორმაციით, იფანის, საპნის ხის, თრიმლის, აკაციის და ფშატის ნერგებით დატვირთული სპეციალური მწვანე ავტომანქანა თბილისის ქუჩებში ივლის და მოსახლეობას ნერგებს უსასყიდლოდ დაურიგებს. 

აქცია ერთი თვე გაგრძელდება და სამინისტროს ცნობით, ამ დროის მანძილზე დაახლოებით 100 ათასი ნერგი დაირგვება.

უკვე მეოთხე სეზონია, რაც აღნიშნული აქცია მიმდინარეობს. გოგა ხაჩიძე ამბობს, რომ ამ დროის განმავლობაში ნახევარი მილიონი ხე დაირგა.

მასალების გადაბეჭდვის წესი