ახალი ამბები

აუქციონი ტყითსარგებლობისთვის

18 ოქტომბერი, 2010 • • 999
აუქციონი ტყითსარგებლობისთვის

ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის გაცემის მიზნით, დღეს აუქციონი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ჩატარდა.

აუქციონზე გამოტანილი იყო გორის სატყეო უბანში 829 ჰა მიწა, ასევე ქარელის სატყეო ზონა, მთლიანი ფართობით 567 ჰა მიწა.

ეს უკანასკნელი ფიზიკურმა პირმა  88 ათას ლარად შეიძინა, ხოლო გორის სატყეო უბანში ტყითსარგებლობის ლიცენზიაზე განაცხადი არ შესულა, იტყობინება სამინისტრო.

ლიცენზიით სარგებლობის ვადა 10 წელია.

მასალების გადაბეჭდვის წესი