ახალი ამბები

კიევი ადასტურებს, რომ გამანადგურებელმა „F-16“-მა კატასტროფა განიცადა

29 აგვისტო, 2024 •
კიევი ადასტურებს, რომ გამანადგურებელმა „F-16“-მა კატასტროფა განიცადა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ადასტურებს, რომ კატასტროფა განიცადა გამანადგურებელმა „F-16“-მა. აქამდე, ამის შესახებ რიგი დასავლური მედია წერდა.

უწყების ცნობით, ერთ-ერთი ასეთი გამანადგურებელი, რომელიც კიევმა ვაშინგტონისგან მიიღო, 26 აგვისტოს, რუსეთის საჰაერო იერიშის მოგერიებაში იყო ჩართული.

„საჰაერო ბრძოლისას F-16-ებმა გამოავლინეს მაღალი ეფექტიანობა, მათი შეიარაღებით ჩამოგდებული იყო ოთხი ფრთოსანი რაკეტა.

შემდეგი სამიზნის ამოღებისას ერთ-ერთ თვითმფრინავთან კავშირი დაიკარგა. როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა, მფრინავი კი დაიღუპა“, – ციტირებს გენერალური შტაბის განცხადებას „უკრაინსკა პრავდა“.

მომხდარის სხვა დეტალებს კიევში ჯერ არ ასაჯაროებენ, თუმცა ამბობენ, რომ ავარიის მიზეზების დასადგენად შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც უკვე შეუდგა მუშაობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი