ახალი ამბები

ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის არაოფიციალური ვიზიტი საქართველოში

18 ოქტომბერი, 2010 • • 908
ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის არაოფიციალური ვიზიტი საქართველოში

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის, ზალმაი რასულის თბილისში არაოფიციალური ვიზიტის შესახებ.

სამინისტროს ცნობით, თვითმფრინავმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ტექნიკური დაფრენა განახორციელა, სადაც რასულის დახვდა  საგარეო საქმეთა სამინისტროს აზიის, აფრიკის, ავსტრალიისა და ოკეანეთის ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორი ლევან ასათიანი.

“აეროპორტის განსაკუთრებულ სტუმართა მისაღებ სალონში მხარეებმა  რეგიონალურ პრობლემებსა და საქართველო-ავღანეთის ურთიერთობების შემდგომი განვითარების პერსპექტივების შესახებ ისაუბრეს”,–ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი