ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ერევანი უარყოფს ბაქოს ბრალდებას საზღვარზე სროლასთან დაკავშირებით

28 აგვისტო, 2024 •
ერევანი უარყოფს ბაქოს ბრალდებას საზღვარზე სროლასთან დაკავშირებით

სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ დეზინფორმაცია უწოდა აზერბაიჯანის სამხედრო დეპარტამენტის შეტყობინებას.

“ინფორმაცია, რომ თითქოს 28 აგვისტოს, დაახლოებით 06:45 საათზე სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა სამხრეთ-დასავლეთ საზღვარზე აზერბაიჯანის პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს, არ შეესაბამება რეალობას”, – ნათქვამია დეპარტამენტის განცხადებაში.

უწყებამ აღნიშნა ისიც, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრის ოფისს ჰქონდა შეთავაზება, შექმნილიყო ერთობლივი ორმხრივი მექანიზმი საზღვარზე ცეცხლის შეწყვეტის დარღვევის შემთხვევების შესახებ ინფორმაციის გამოსაძიებლად.

დღეს, 28 აგვისტოს, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სომეხმა სამხედროებმა ნახიჩევანის რესპუბლიკის საზღვარზე, სოფელ გეიდარაბადთან, აზერბაიჯანის პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სროლა დაახლოებით 6:45 საათზე დაფიქსირდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი