ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ბაქო ერევანს საზღვარზე სროლაში ადანაშაულებს

28 აგვისტო, 2024 •
ბაქო ერევანს საზღვარზე სროლაში ადანაშაულებს

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სომეხმა სამხედროებმა ნახიჩევანის რესპუბლიკის საზღვარზე, სოფელ გეიდარაბადთან, აზერბაიჯანის პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სროლა დაახლოებით 6:45 საათზე დაფიქსირდა.

ჯერჯერობით სომხეთის თავდაცვის სამინისტროს არ გაუვრცელებია განცხადება მომხდართან დაკავშირებით.


26 ივლისს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა სომხური უპილოტო თვითმფრინავის შეჩერების შესახებ, რის შემდეგაც სომხეთი საზღვარზე სამხედრო პროვოკაციებსა და ახალი ომისთვის მზადებაში დაადანაშაულა. აზერბაიჯანი სომხეთს საპასუხო ზომებით დაემუქრა, თუ სომხური მხარე არ შეწყვეტს მსგავს ქმედებებს.

29 ივლისს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა სომხეთის შეიარაღებული ძალების კვადკოპტერის მიერ საზღვარზე სადაზვერვო ფრენის განხორციელების მცდელობის აღკვეთის შესახებ.

“კავკაზსკი უზელის” ინფორმაციით, სომხეთის თავდაცვის სამინისტრო უარყოფს აზერბაიჯანის განცხადებებს სადაზვერვო თვითმფრინავის გაშვების შესახებ.

“აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული შეტყობინება, რომ 28 ივლისს, დაახლოებით 17:40 საათზე, სომხეთის შეიარაღებული ძალების კვადკოპტერმა სადაზვერვო ფრენა განახორციელა სასაზღვრო ზონის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში , არ შეესაბამება რეალობას”,- ნათქვამია განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი