რუსეთში ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი აცხადებს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები საზღვრის გარღვევას ცდილობენ.
„თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ვითარება საზღვარზე რთულია, მაგრამ კონტროლირებადი“ — წერს ბელგოროდის გუბერნატორი პირად „ტელეგრამ“ არხზე. მისი თქმით, რუსი სამხედროები „დაგეგმილ სამუშაოებს“ ასრულებენ, თუმცა არ აკონკრეტებს, თუ რა იგულისხმება ამაში.
დამოუკიდებელი რუსული გამოცემა „მედუზა“ წერს, რომ რუსეთის პრო-სამთავრობო ტელეგრამ არხებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების 500-მდე სამხედრო ცდილობს ნეხოტეევკის რაიონში საგუშაგოს გარღვევას და რუსეთის სიღრმეში შეჭრას.
პრო-სამთავრობო ტელეგრამ არხებში ასევე წერენ, რომ საგუშაგოს მახლობლად აქტიური საბრძოლო მოქმედებები ამ დროისთვის არ მიმდინარეობს.
როგორც ცნობილია, უკრაინელები უკვე არიან შეჭრილები რუსეთის სიღრმეში კურსკის ოლქში.