დეპუტატები, რომლებმაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში აზერბაიჯანის დელეგაციის წინააღმდეგ მისცეს ხმა, აზერბაიჯანში პერსონა ნონ გრანტად გამოცხადდნენ.
“კავკაზსკი უზელის” ინფორმაციით, როგორც აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა აიხან გაჯიზადემ 25 აგვისტოს განაცხადა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში აზერბაიჯანის დელეგაციის მანდატის აღდგენამდე, მათ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არ შეუშვებენ.
“Vesti.Az-ის” ინფორმაციით, გერმანიის პარლამენტის წევრმა ფრანკ შვაბემ 23 აგვისტოს განაცხადა, რომ აზერბაიჯანი არ არის დაინტერესებული ევროპის საბჭოში გაწევრიანებაში, ასევე დაადანაშაულა ბაქო ევროპის საბჭოს ღირებულებების უგულებელყოფაში. ასევე განაცხადა ისიც, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა (PACE) ქვეყანაში არ მიიწვიეს მილი მეჯლისის არჩევნებზე დასაკვირვებლად.
გაჯიზადემ შვაბეს განცხადებებს “მიკერძოებული” და “მცდარი” უწოდა.
“ფრანკ შვაბემ კარგად იცის, რომ ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლები არ მიიწვიეს მილი მეჯლისის არჩევნებზე დასაკვირვებლად, არის ის, რომ აზერბაიჯანის დელეგაციის მანდატი ჯერ არ არის აღდგენილი, მიუხედავად ჩვენს ქვეყანას პოლიტიკურ დონეზე მიცემული დაპირებისა, მათ შორის გერმანელი ჩინოვნიკების ჩათვლით”, – ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებაში.
რაც შეეხება შვაბეს სურვილს ეწვიოს აზერბაიჯანს “COP29-ის” ფარგლებში, გაჯიზადეს თქმით, ვინც აზერბაიჯანის დელეგაციის საწინააღმდეგოდ მისცა ხმა PACE-ში, პერსონა ნონ გრანტთა სიაში მოხვდნენ.
“სანამ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ჩვენი დელეგაციის მანდატი არ აღდგება, ამ პირებს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არ შეუშვებენ”, – აღნიშნა გაჯიზადემ.
PACE-ს მონაცემებიდან გამომდინარე, გადაწყვეტილებას, რასაც აზერბაიჯანის რეაქცია მოყვა, 76-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
“კავკაზსკი უზელის” ინფორმაციით, 24 იანვარს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) დეპუტატთა უმრავლესობამ მიიღო რეზოლუცია აზერბაიჯანის დელეგაციის უფლებამოსილების შეზღუდვის შესახებ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დარღვევისა და პოლიტპატიმრების რაოდენობის გაზრდის გამო.
გარდა ამისა, ხაზი გაესვა იმას, რომაზერბაიჯანმა უარი თქვა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის მოწვევაზე მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების შესაფასებლად.
დოკუმენტში ნათქვამია ლაჩინის დერეფანში ადამიანის უფლებათა დარღვევებზე და რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ “დაგმო აზერბაიჯანის არმიის სამხედრო ოპერაცია 2023 წლის სექტემბერში”, რამაც გამოიწვია მთიანი ყარაბაღის სომეხი მოსახლეობის გადასახლება. აზერბაიჯანის დელეგაციამ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომა დატოვა, ამის მიზეზად კი ორმაგი სტამდარტები დაასახელა.