ახალი ამბები

ზელენსკი: „დონეცკში მტრის ნაბიჯები გვესმის და ვძლიერდებით“

21 აგვისტო, 2024 •
ზელენსკი: „დონეცკში მტრის ნაბიჯები გვესმის და ვძლიერდებით“

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ყოველდღიურ მიმართვაში კურსკის ოლქში მიმდინარე ოპერაციაზე ისაუბრა.

უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ კიევს ესმის მოსკოვის ნაბიჯები დონეცკის ოლქში, სადაც რუსეთი ამჟამად უკრაინელთა პოზიციების გარღვევას ცდილობს. მანვე ხაზი გაუსვა, რომ აუცილებელია, უკრაინის პარტნიორებმა იარაღის მიწოდებაზე შეთანხმება შეასრულონ.

„გვესმის მტრის ნაბიჯები და ვძლიერდებით. შევამოწმეთ ტყვია-წამლით მომარაგება.

ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენმა პარტნიორებმა მართლა შეასრულონ ვალდებულებები. ყველა პაკეტით და ყველა შეთანხმებით [გათვალისწინებული ვალდებულებები]. ჩვენი ოპერაცია კურსკის ოლქში – გრძელდება საბრძოლო მუშაობა, ვდგამთ ნაბიჯებს. ვაკონტროლებთ გარკვეულ რაიონებს. მადლობა ყველა ჩვენს ჯარისკაცს, ყველა ქვედანაყოფს [ტყვეთა] გაცვლის ფონდის შევსებისთვის“, – აცხადებს იგი.

უკრაინა უკვე ორ კვირაზე მეტია, რუსეთის ტერიტორიაზე, კურსკის ოლქში შევიდა და იქ დაახლოებით ორი თბილისის ფართობის ტერიტორიას აკონტროლებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი